Saturday, September 13, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელმა პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა.მივიღეთ კოლეგების რჩევები და ჩვენი განვითარებისთვის აუცილებელი განმავითარებელი კომენტარები.მიუხედავად იმისა .რომ სრულყოფილი არ იყო ჩემი ნამუშევარი  და პრეზენტაციაც დასახვეწი მაქვს. ჩემთვის იყო ძალიან ნაყოფიერი  და ბევრის მომცემი რაზეც დიდ მადლობას მოვახსენებ ქალბატონ ლალის!

უღრმესი მადლობა ქალბატონო ლალი ჩვენზე გაწეული  მუშაობისთვის!

პორტფოლიო

ჩემს შესახებ

ნათია ბაბკიშვილი
სოფელ ხორნაბუჯის საჯრო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი

მერვე დღის რეფლექსია

გადავხედე ჩემი პროექტის გეგმას,რაც შესაცვლელი იყო შევასწორე.მოვახდინე პროექტის ჩეკლისტი.ავტვირთე ბლოგზე და გამოვაქვეყნე პორტფოლიო  დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი თუმცა ძალიან დავღალე ! ქალბატონო ლალი ასეთი დაუღალავი შრომისთვის !

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Thursday, September 11, 2014

მეშვიდე დღის რელექსია

  ვიმუშავეთ სასწავლო  პროცედურებზე.ვისწავლით დოკუმენტის გამოქვეყნება.გავეცანით დიფერენციალური სწავლების მეთოდებს,გავეცანით  ფასილიტაციის ნიმუშებს.
   გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა   ვიცი, მინდა  ვიცოდე .ასევე გაცწერეთ სასწავლო პროცედურები.დავასრულე შაბლონზე მუშაობა.

სასწავლო პროცედურები

Friday, September 5, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დატვირთული იყო დღევანდელი დღე.  გავეცანით სახელმძღვანელოში შესაბამის მასალებს და მოვიფიქრეთ ,ბლოგზე დავდეთ   მიმართულების მიმცემი კითხვები, დავაკომენტარეთ, გეგმის შაბლონში შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.  დავიწყეთ პორთფოლიოს პრეზენტაციის შევსება

Saturday, July 5, 2014

მე-6 დღის რეფლექსია

 დღეს  საკმაოდ დატვირთული დღე იყო. ვისწავლეთ როგორ გამოვაქვეყნოთ პრეზენტაცია ბლოგზე.ასევე ვისწავლეთ google drive-ზე ინფორმაციის ატვირთვა, ვიდეოს გადმოტანა ბლოგზე.  ატვირთული პრეზენტაციის დათვალიერებისა და  რედაქტირების რეჟიმში გამოქვეყნება. ასევე წარმოვადგინეთ მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომი და ავტვირთეთ. დღევანდელი დღე იყო ძალიან პროდუქტიული, ამავე დროს ძალიან დამღლელი.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Friday, July 4, 2014

მიმართულების მიმცემი ზოგადი კითხვები


 მიმართულების მიმცემი  საკვანძო  კითხვები-
         შესაძლებელია თუ არა ჩვენს გარშემო ყველა მოვლენის პროგნოზირება და ახსნა?
თემატური  კითხვა
·         შესაძლებელია თუ არა საჭირო ენერგიის ახალი წყაროს შექმნა?
·         როგორ გავაუმჯობესოთ და უფრო უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი ცხოვრება ბუნების კანონის გამოყენებით?
როგორ აიხსნება ყოველდღიურად გამოყენებული ენერგიის დანახარჯი?

 შინაარსობრივი კითხვები
·         რა კავშირშია ერთმანეთთან ენერგიის განახლებადი და არა განახლებადი წყაროები?

Saturday, June 28, 2014

მე-3 დღის რეფლექსია

მე-3 დღეს დავიწყეთ მე-2 მოდული სასწავლო პროექტის სწავლების პირველი და მეორე აქტივობა.
გადმოვწერეთ ესგ, მოვათავსეთ პორთფოლიოში და ჩვენი გეგმის შაბლონში მოვახდინეთ იმ სტანდარტების ჩასმა, რომლებიც მჭირდება ჩემი პროექტისთვის. გავეცანით ნიმუშებს ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვებს. მივიღეთ დავალება ,რომ მოვიფიქროთ აღნიშნული სახის კითხვები ჩემი პროექტის, მიზნები და ამოცანები ჩამოვაყალიბო,რომელიც ესგ-დან გამომდინარე ჩემს იდეას შეესაბამება.

ჩემი პროექტის იდეა

         პროექტის სახელწოდებაა   მე ენერგიის ახალ წყაროს აღმოვაჩენ.ბავშვებმა უნდა მოიპოვონ ინფორმაცია ადამიანის მიერ ენერგიის გარდაქმნის და გამოყენების შესახებ უძველესი დროიდან დღემდე. ასევე მიპოვებენ ინფორმაციას მათთვის ნაცნობ გარემოში არსებული ბუნებრივი წყაროების შესახებ და დასხოს მათი გამოყენების გზები.
მოცემულ პროექტში მოსწავლეები ადარებენ სხვადასხვა სახის ენერგიის ღირებულებას და განსაზღვრავენ პრიორიტეტებს  გამოთვლიან  ოჯახურ პირობებში  დახარჯული ენერგის; ფიზიკის პრინციპების გამოყენებით, ასევე იყენებენ ცხრილებს მონაცემების შესაყვანად და გრაფიკულად წარმოადგენენ მათ მიერ შემოთავაზებული ამოცანის ამოხსნის ზოგიერთ ასპექტს. აღნიშნული პრინციპების გააზრების შემდეგ  ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები ქმნიან კითხვარს, რომლის საშუალებითაც საზოგადოებისგან იღებენ ინფორმაციასჯული ენერგიის შესახებ;

Friday, June 27, 2014

პირველი მოდულის რეფლექსია

კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი მასწავლებლებს დაეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და  უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
ეს კურსი , პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ტრენინგის პირველ დღეს ჩვენ გავეცანით თუ  როგორ უნდა შევქმნათ პორტფილიო და მასში არსებული საქაღალდეების შექმნა  და ინფორმაციის შენახვა,.პროექტზე დაფუძნებული სწავლება,პროექტების მონახაზი.გავეცანით ასევე შემდეგ აქტივობებს:სასწავლო ამოცანის ჩამოყალიბება, საპროექტო იდეების გენერირება,ბლოგზე მუშაობა.