Saturday, June 28, 2014

მე-3 დღის რეფლექსია

მე-3 დღეს დავიწყეთ მე-2 მოდული სასწავლო პროექტის სწავლების პირველი და მეორე აქტივობა.
გადმოვწერეთ ესგ, მოვათავსეთ პორთფოლიოში და ჩვენი გეგმის შაბლონში მოვახდინეთ იმ სტანდარტების ჩასმა, რომლებიც მჭირდება ჩემი პროექტისთვის. გავეცანით ნიმუშებს ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვებს. მივიღეთ დავალება ,რომ მოვიფიქროთ აღნიშნული სახის კითხვები ჩემი პროექტის, მიზნები და ამოცანები ჩამოვაყალიბო,რომელიც ესგ-დან გამომდინარე ჩემს იდეას შეესაბამება.

ჩემი პროექტის იდეა

         პროექტის სახელწოდებაა   მე ენერგიის ახალ წყაროს აღმოვაჩენ.ბავშვებმა უნდა მოიპოვონ ინფორმაცია ადამიანის მიერ ენერგიის გარდაქმნის და გამოყენების შესახებ უძველესი დროიდან დღემდე. ასევე მიპოვებენ ინფორმაციას მათთვის ნაცნობ გარემოში არსებული ბუნებრივი წყაროების შესახებ და დასხოს მათი გამოყენების გზები.
მოცემულ პროექტში მოსწავლეები ადარებენ სხვადასხვა სახის ენერგიის ღირებულებას და განსაზღვრავენ პრიორიტეტებს  გამოთვლიან  ოჯახურ პირობებში  დახარჯული ენერგის; ფიზიკის პრინციპების გამოყენებით, ასევე იყენებენ ცხრილებს მონაცემების შესაყვანად და გრაფიკულად წარმოადგენენ მათ მიერ შემოთავაზებული ამოცანის ამოხსნის ზოგიერთ ასპექტს. აღნიშნული პრინციპების გააზრების შემდეგ  ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები ქმნიან კითხვარს, რომლის საშუალებითაც საზოგადოებისგან იღებენ ინფორმაციასჯული ენერგიის შესახებ;

Friday, June 27, 2014

პირველი მოდულის რეფლექსია

კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი მასწავლებლებს დაეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და  უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
ეს კურსი , პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ტრენინგის პირველ დღეს ჩვენ გავეცანით თუ  როგორ უნდა შევქმნათ პორტფილიო და მასში არსებული საქაღალდეების შექმნა  და ინფორმაციის შენახვა,.პროექტზე დაფუძნებული სწავლება,პროექტების მონახაზი.გავეცანით ასევე შემდეგ აქტივობებს:სასწავლო ამოცანის ჩამოყალიბება, საპროექტო იდეების გენერირება,ბლოგზე მუშაობა.